Saturday, April 23, 2016

მეცხრე დღე

     დღევანდელი დღე იყო ნამდვილად პროდუქტიული, მოვახდინეთ შესწავლილი მასალის ,,პროექტებით სწავლება" ანალიზი, პუბლიკაციის ხელშეწყობის საშუალება, მოსწავლეების სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული პროექტის დამუშავება. ციტირებული დოკუმენტის დაზუსტება.საპრეზენტაციო ჯგუფის შექმნა, პროექტის რუბრიკა, თემატური პორტფოლიო  დ.ა.შ .
        ვერ გამოვარჩევ რომელიმე პასიურ ტრენინგის დღეს, ყველა დღე  იყო დატვირთული სიახლეებით და ამასთანავე საინტერესო მასალით.
      ტრენერის მიდგომა ჩვენს მიმართ მეტად გულისხმიერი და კომუნიკაბელური იყო.
    ვიმედოვნებ ყველა შესწავლილ მასალას გამოვიყენებთ სასწავლო პროცეცში, დავგეგმავთ პროექტების სახით უამრავ სასწავლო მასალას.
მადლობა ყველაფრისთვის.
მომავალ შეხვედრამდე.

ჩემი პროექტი

                                                       პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 16, 2016

მერვე დღე

 დღეს საინტერესო ტრენინგი მოვისმინეთ, პროექტებზე მუშაობა მნიშვნელვანი ფაქტორია, გავერკვიეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიებში, შევისწავლეთ ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის  ტექნოლოგიები.

      განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარების წარმართვა სასწავლო პროცესში.
   განვიხილეთ დღიურში ჩანაწერის გაკეთება როგორი კუთხით უნდა აწარმოოს მოსწავლემ.

Friday, April 15, 2016

მეშვიდე დღე

     კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგის სასწავლო მასალები, შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პრეზენტაციის შეფასება, რა  და რა კრიტერიუმების გამოყენება შეიძლება,ბროშურების შექმნა და მითითებები, ჯგუფური შეფასებები, მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, კოლაბორაციული შეფასება.

Sunday, April 10, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

     დღევანდელი უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ კიდევ მეტი ვისწავლეთ და უფრო გასაგები იყო სამუშაო მასალა, კერძოდ-სასწავლო ნიმუშების შექმნა,მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია,ნაშრომის დაგეგმვა,სასწავლო პროექტის განხილვა და შეფასება.მადლო ჩვენ ტრენერს დღევანდელი დღისთვის. 

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივი უვისისთფლებებისდაცვა.
  კიდევ უფრო ღრმად დავეუფლეთ ლომპიუ ტერულ ტექნოლოგიებს.
მადლობა ყველაფრისთვის.

Sunday, April 3, 2016

მეოთხე დღე

      დღეს შევისწავლეთ და შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა.გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს.
მომავალში ველოდებით კიდევ უფრო მეტ აქტივობას და წარმატებულ დღეს/.
მადლობა ბატონო დიმიტრი შინაარსიანი ტრენინგისთვის. 

Friday, April 1, 2016

                     ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო იმ დღის მიზნები.
            ჩამოვთვალეთ       პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაც პროექტის საშუალებით არის შესაძლებელი. გავეცანით პროექტის შეფასების ჩეკლისტებს და პროექტების ნიმუშებს, ასევე გავეცანით   ბუკლეტების შაბლონებს, რომელთა საშუალებითაც კოლეგებს და მშობლებს ვამცნობთ განსახორციელებელი პროექტის შესახებ.


 მადლობა ბატონ დიმიტრის  საინტერესო ტრენინგისთვის, მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ტრენინგს.