ჩემი პროექტის შესახებ:
ჩემი კლასის მოსწავლეები პირველ კლასში მოვიდნენ ისეთ დონეზე, რომ ძნელი აღმოჩნდა მათთან მუშაობის წარმართვა, ამიტომ გადავწყვიტე ამ ბავშვებისთვის შემერჩია სწავლების განსაკუთრებული მეთოდი, დავყოლოდი მათ სურვილებს და ნელნელა ჩემი ინტერესები ყოფილიყო მათთვის გათავისებული.
ყოველი დღე იყო უკეთესი წინა დღეზე, მათთან ერთად ვსწავლობდი, ვთამაშობდი.
ცოტა ადრე რომ გამევლო ეს ტრენინგი, ალბათ უკეთესად ჩამოვაყალიბებდი მათთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელ პროექტს.